ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართულმა ოცნებამ კონტროლის პალატის რჩევა გაითვალისწინა

კონტროლის პალატის ცნობით, საზოგადოებრივმა მოძრაობამ  „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულა  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის” კანონიერი მოთხოვნა და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე  იურიდიული პირისაგან უკანონოდ მიღებული შემოწირულობა ( 1.100.000  ლარი)  შპს „ელიტა ბურჯს“ უკან გადაურიცხა.“

პარტიების  ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ ”ქართულ ოცნებას” შპს "ელიტა ბურჯისთვის" თანხის დაბრუნა  მას შემდეგ ურჩია , რაც გაირკვა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ”ელიტა ბურჯს” 2 მილიონი ლარი გადაურცხა,   აღნიშნულმა კომპანიამ  კი ამ თანხიდან 100 000 ლარი საზოგადოებრივი მოძრაობის ანგარიშზე 17 იანვარს დააბრუნა,   1 მილიონი ლარი კი 20 იანვარს. 

ნათია მოგელაძის შეფასებით სახეზე იყო ”თვალთმაქცური გარიგების ნიშნები”.  მისი აზრით,  მთელი ეს ქმედებები  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მოთხოვნების გვერდის ასავლელად განხორციელდა, რათა   იურიდიული პირისგან კანონით აკრძალული შემოწირულობისთვს კანონიერი სახე  მიეცათ. ნათია მოგელაძემ განუმარტა ”ქართულ ოცნებას”, რომ შესაძლებელია ამ გზით მიღებული დაფინანსების ჩამორთმევა და მისი ბიუჯეტში გადარიცხვა.

შპს ”ელიტა ბურჯი” ქართუ ჯგუფთან ასოცირებული კომპანიაა.

 

კომენტარები