საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს თედო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს. ვარდების რევოლუციამდე, შევარდნაძის ხელისუფლებაში თედო ჯაფარიძეს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა, რევოლუციის შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტროს ედგა სათავეში, ვიდრე ამ პოსტზე მას სალომე ზურაბიშვილი ჩაანაცვლებდა.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის საგარეო პოლიტიკური ჯგუფის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ჯგუფში, რომელსაც თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს შედიან: ზაალ გოგსაძე, კოტე ჟღენტი, ლანა ღოღობერიძე, ივლიანე ხაინდრავა, მაია ფანჯიკიძე და სხვები.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ჯგუფი სამი მიმართულებით იმუშავებს: დასავლეთის ქვეყნებსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობა, მეზობელ სახელმწიფოებთან და დიასპორებთან ურთიერთობა. თედო ჯაფარიძის განცხადებით, ჯგუფის საქმიანობის მიზანია საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის, პოლიტიკური პრიორიტეტებისა და მიზნების გააზრება, ქვეყნის ეროვნული ინტერესების და თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური ხედვის შესაბამისად.




