საქართველო-თურქეთი

სააკაშვილი: მტკვარი კალაპოტს აღარ შეიცვლის

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მდინარე მტკვრისთვის კალაპოტის შეცვლა მართლაც  იყო ჩაფიქრებული. კერძოდ, პრეზიდენტის თქმით,  პირველადი სქემით იგეგმებოდა ისეთი კაშხლის აგება, რომელიც მტკვარს კალაპოტს შეუცვლიდა , თუმცა საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა თურქულ მხარესთან, რათა ეს არ მომხდარიყო.

 საქართველოს აქვს ძლიერი დიპლომატიური პოზიციები, გამჭვირვალე, ურთიერთსარგებელზე დამყარებული ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან და აღნიშნული შეთანხმება იყო ორმხრივი დიპლომატიური გამარჯვება“, - განაცხადა   მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, იმას გარდა, რომ მტკვარი კალაპოტს აღარ შეიცვლის, საქართველოს ტერიტორიაზე აშენდება ერთობლივი ახალი კაშხალი, რომელიც იმუშავებს თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკაზე, ორი ქვეყნის დაახლოებაზე, მათ შორის - საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნაზე და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაზრდაზე.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი „ბეშიქ ჰაიას“ წყალსაცავების კასკადის მშენებლობის მოტივით,  თურქეთ-საქართველოს საზღვართან მდინარე მტკვრის გადაკეტვას აპირებს.   "დაიბადა თუ არა ეს პროექტი, მას შემდეგ თურქულ მხარესთან აქტიურად ვურთიერთობთ. დღის წესრიგში მტკვრის სხვა მიმართულებით გადაგდება არ დგას. ამ პროექტის გახორციელების დროს მტკვარი იქნება მთავარი რესურსი", – აღნიშნა აქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა.  

 

კომენტარები