არჩევნები რუსეთში

აკუნინი და ბიკოვი მზად არიან ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ

 

დმიტრი ბიკოვი და ბორის აკუნინი მზად არიან შეხვდნენ ვლადიმირ პუტინს   ” ამომრჩეველთა ლიგის” სახელით.   

” თუ ვლადიმირ პუტინს  სურს შეხვედრა და საქმეზე საუბარი, თუ ის მზადაა მკაცრი საუბრისთვის, სიამოვნებით ვეტყვი ყველაფერს,   რასაც ვფიქრობ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე”. - აღნიშნა ბორის აკუნინმა, თუმცა  ეჭვი გამოთქვა  ასეთი შეხვედრა შედგეს.   

შეხვედრისთვის მზადყოფნა დმიტრი ბიკოვმაც გამოხატა. მან აღნიშნა,  რომ თუკი შეხვედრა შედგება ,  პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტობის კანდიდატის წინაშე   ”ამომრჩეველთა ლიგის ” სახელით წარსდგება, თუმცა ბიკოვმა თქვა, რომ ჯერ საკითხი  ლიგაში უნდა განიხილონ.

18 იანვარს რუსეთის მედიის  წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პუტინმა  განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს    არასისტემურ ოპოზიციას.   ამავე შეხვედრაზე პუტინმა  ოპონენტები დისკუსიისადმი გულგრილობაში დაადანაშაულა,   თქვა, რომ  ოპონენტები მასთან შეხვედრაზე ერთხელ მიიწვიეს,  თუმცა მათ შეხვედრა არ ისურვეს.  პუტინმა ბორის აკუნინზეც  ისაუბრა. ” რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ის ეთნიკური ქართველია და მესმის, რომ მისთვის მიუღებელი იქნებოდა რუსეთის ქმედებები  ცნობილი კრიზისის  დროს კავკასიაში, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირება იყო.”- აღნიშნა მან.

რაც შეეხება ”ამომრჩეველთა ლიგას” ,   ამ საზოგადოებრივი მოძრაობის  შექმნის იდეით სწორედ ბორის აკუნინი გამოვიდა. მოძრაობაში  რუსეთის საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები გაერთიანდნენ, მათ  შორის  ჟურნალისტი ოლგა რომანოვა, მუსიკოსი იური შევჩუკი, ცნობილი  სატელევიზო წამყვანი ტატიანა ლაზარევა,  დმიტრი ბიკოვი და სხვები. ისინი აცხადებენ, რომ ლიგის შექმნა არ უკავშირდება მხოლოდ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს,  რომ საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც და  გააერთიანოს  არაპოლიტიკური შეხედულებები  სამართლიანი არჩევნებისთვის. ”ამომრჩეველთა ლიგა ”  მუშაობისთვის რამდენიმე მიმართულებას ირჩევს,  მათ შორის  არჩევნებზე  დამკვირვებლების მომზადების ხელშეწყობისთვის.

 

კომენტარები