ტელეკომპანია მაესტრო

ეროსი კიწმარიშვილი შპს იგრიკაზე ყადაღის დადებას მოითხოვს

ეროსი კიწმარიშვილის თანაშემწის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსთავის მედიის მართვის კომპანია, მაესტროს დირექტორს, ილია კიკაბიძეს უჩივლებს და მისი ქონების დაყადაღებას მოითხოვს.

"პარასკევს, 20 იანვარს, რუსთავის მედიის მართვის კომპანია სასამართლოს მიმართავს – "მაესტროს" ყოფილი დირექტორის ილია კიკაბიძის მიერ შპს "სტუდია მაესტროსათვის" და მართვის კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მის პირად ქონებაზე, მათ შორის შპს "იგრიკა"-ზე ყადაღის დადების შესახებ,"- აღნიშნულია რუსთავის მედიის მმართველი კომპანიის განცხადებაში.

შპს ”იგრიკა” ბაჩო კიკაბიძემ მართვის უფლებით შპს ”აქცეპტს” გადასცა, რომლის 80%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა. შპს ”იგრიკა” კიკაბიძემ 2006 წელს დაარსა. 2011 წელს ”იგრიკამ” მიიღო საკაბელო ქსელით მაუწყებლობის ლიცენზია, 2011 წლის ბოლოს კი სატელიტური მაუწყებლობის უფლება.

სააგენტო ინტერპრესნისუთან საუბარში ილია კიკაბიძე კიწმარიშვილის განცხადებას ასე გამოეხმაურა: ”"ვაი მაგათ პატრონს, სულ გაგიჟებულან. ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეროსი კიწმარიშვილს შპს "იგრიკასთან" არანაირი კავშირი არ აქვს".

 

კომენტარები