საქართველო-თურქეთი

თურქეთის ეროვნული კრების დელეგაცია თბილისში

 საქართველოში ვიზიტად მყოფი თურქეთის ეროვნული კრების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე ისაუბრა ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვოლქან ბოზქარმა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და მეგობრად მიიჩნევს.

ვოლქან ბოზქარი შეეხო თურქეთის გადაწყვეტილებას 1 თებერვლიდან გაამკაცროს სავიზო რეჟიმი და განაცხადა, რომ ახალი კანონი არ არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ და ის თანაბრად ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. თურქი დეპუტატის თქმით,  ეს საკითხი ცალკე განიხილება  საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრებზე .

თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2012 წლიდან ძალაში შედის ცვლილება, რომლის თანახმად სხვა ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია თურქეთის საზღვრის გადალახვიდან 90 დღის შემდეგ დატოვოს თურქეთის ტერიტორია.

 

კომენტარები