პენიტენციური სისტემა

მსჯავრდებულებს პირადი ექიმი ეყოლებათ

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა მსჯავრდებულს პირადი ექიმი ეყოლება. მანამდე კი სამინისტრო, რეფორმის ფარგლებში, კვალიფიციური ფსიქიატრების შერჩევას იწყებს.

 „პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში პირველად იქმნება ფსიქიატრიული სამსახური, რისთვისაც სამინისტრო კვალიფიციური ფსიქიატრების შერჩევას იწყებს,“– აცხადებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში. გეგმაშია ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულების გახსნაც. 

კომენტარები