ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთის ე.წ. გენშტაბის მეთაურად რუსი გენერალ-მაიორი რჩება

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მეთაურმა ალექსანდრ ანქვაბმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილეების დანიშვნის შესახებ. ბრძანების თანახმად, ანქვაბმა დე ფაქტო გენერალური შტაბის მეთაურის პოსტზე დატოვა რუსი გენერალ-მაიორი ვლადიმირ ვასილჩენკო,  რომელმაც ბაღაფშის  მმართველობისას   ”გენერალური შტაბის” უფროსად ანატოლი ზაიცევი ჩაანაცვლა. აფხაზეთში ზაიცევიც მოსკოვიდან იყო მივლინებული.  სოხუმში ჩასვლამდე, ვლადიმირ ვასილჩენკო  ციმბრის სამხედრო რეგიონულ ოლქში,  ოპერატიული სამმართველოს შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა.

კომენტარები