ვაცლავ ჰაველი

პრაღაში ვაცლავ ჰაველი დაკრძალეს

დღეს პრაღაში, ოჯახის აკლდამაში დაკრძალეს ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ფერფლი. ჰაველი 2011 წლის 18 დეკემბერს , მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ვაცლავ ჰაველთან  დამშვიდობების სახელმწიფო ცერემონიალაზე დასასწრებლად ჩეხეთის დედაქალაქში ჩასულები იყვნენ აშშ -ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, აშშ-ს 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი , საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.

ყოფილ  დისიდენტს და დრამატურგს, 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერს, ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელ და ჩეხეთის პირველ პრეზიდენტს გარდაცვალების შემდეგ  ერთ-ერთი  უდიდესი ევროპელი უწოდეს.

კომენტარები