ვაცლავ ჰაველი

ჩეხეთი სამდღიან გლოვას აცხადებს

ჩეხეთის რესპუბლიკამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა ყოფილი პრეზიდენტის და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრ პეტრ ნეჩასის განცხადებით, ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩეხეთის დროშები სანახევროდ დაშვებული იქნება. მან მოქალაქეებს პარასკევს 11:00-ზე წუთიერი დუმილის დაცვა სთხოვა.

75 წლის ასაკში გარდაცვლილ ვაცლავ ჰაველს პარასკევს დაკრძალავენ. სახელმწიფო პანაშვიდს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დაესწრება.

 

კომენტარები