ვაცლავ ჰაველი

მსოფლიო ვაცლავ ჰაველს დაემშვიდობა

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები  დაესწრნენ დღეს პრაღაში ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის დაკრძალვას. ოფიციალური ცერემონიალი პრაღის კრემლში გაიმართა, წმინდა ვიტუსის ტაძარში, ვაცლავ ჰაველის ცხედარი იქ იყო დასვენებული.

ჰაველი 75 წლის ასაკაში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, კვირას გარდაიცვალა. 23 დეკემბერს პრეზიდენტთან ოფიციალური გამომშვიდობება შუა დღისას მოხდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დუმილის წუთს მოჰყვა ეკლესიების ზარების რეკვა და 21 გასროლა.

ვაცლავ ჰაველის დაკრძალვას დაესწრნენ ბილ კლინტონი და ჰილარი კლინტონი, ნიკოლა სარკოზი, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა, ჩეხეთში დაბადებული აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მედლინ ოლბრაიტი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, გერმანიის პრეზიდენტი და სხვა პირები. პრაღის არქიეპისკოპოსმა წაიკითხა რომის პაპის ბენედიქტ მე-16- ის წერილი, მასში რომის პაპი ჰაველს მამაც უფლებადამცველს და ახალი დემოკრატიული სისტემის ერთ-ერთი დამფუძნებელს უწოდებს.

„ ვაცლავ ჰაველი იყო სინათლის წყარო იქ სადაც მეფობდა სიბნელე. ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საპატივცემულო ადამიანი, რომელსაც არ დაუფლებია შეგძნება, რომ გააკეთა ყველაფერი რისი გაკეთებაც შეეძლო.“- ეს სიტყვები ვაცლავ ჰაველთან გამომშვიდობებისას მედლინ ოლბრაიტმა წარმოთქვა. პრაღაში ჰაველის დაკრძალვას არ დასწრებია რუსეთის პრეზიდენტი და არც პრემიერი.

 

კომენტარები