ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღე ოჯახის წევრებთან ერთად მიულოცა. ივანიშვილმა პატრიარქი მეუღლისა და შვილების თანხლებით მოინახულა. ბიზნესმენის პრეს-სამსახურის ცნობით , შეხვედრამ თბილ, მეგობრულ გარემოში ჩაიარა. პატრიარქი ბერას შემოქმედებით დაინტერესდა და მის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებიც მოისმინა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 79 წელი შეუსრულდა. პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, გრიბოედოვის თეატრში ფონდი „იავნანა“, "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.





