ტელეკომპანია მაესტრო

მაესტროს მმართველი კომპანია 1 იანვრის ინციდენტის შესახებ

 2012 წლის 1 იანვარს ტელეკომპანია მაესტროსთან მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ" . მასში ნათქვამია, რომ 2012 წლის 1 იანვარს შ.პ.ს `რუსთავის მედიის მართვის კომპანიის"  თანამშრომლები კომპანიის მითითებით კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ ორი ავტომანქანით „თავს დაესხნენ უცნობი პირები." განცხადების თანახმად,  აღნიშნულ ავტომანქანებს არ გააჩნდათ პოლიციის ამოსაცნობი ნიშნები. ამ ავტომანქანებში მყოფმა პირებმა   გააჩერეს კომპანიის ავტომანქანა  და  მისი  თანამშრომლების მიმართ" გამოიყენეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. „

"ამჟამად ჩვენი თანამშრომლები იმყოფებიან წინასწარი დაკავების საკანში. დაკავების შესახებ არავის უცნობებია კომპანიისთვის, რათა ადვოკატების დროული ჩართვით დაკავებისთანავე მომხდარიყო მათი ინტერესების დაცვა სამართლებრივი მეთოდებით."- აღნიშნავს "რუსთავის მედიის მართვის კომპანია" და  მომხდარს  მის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ განმარტება 1 იანვარს გააკეთა. შსს-ს განცხადებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ ნუცუბიძის ქუჩის 93-ში მდებარე ტელეკომპანია მაესტროს ეზოდან, ავტომანქანის მეშვეობით ხდებოდა სხვადასხვა ნივთების გატანა. პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს შეემოწმებინათ ეს ქმედება შეიცავდა თუ არა დანაშაულის ნიშნებს . მათ  მანქანის გაჩერება დააპირეს , რა დროსაც მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნას და გაქცევის მიზნით პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა. ამის შემდეგ  დააკავეს ავტომანქანაში მყოფი პირები. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

კომენტარები