ინდოეთის პოლიციამ ერთ-ერთი შტატის ჯუნგლებში 7 წლის გოგონას ცხედარს მიაგნო. ის ადგილობრივმა ბელადებმა ე.წ. ნაყოფიერების ღმერთს შეწირეს. გავრცელებული ცნობებით, რიტუალის დროს ბავშვი მოკლეს და ამის სანაცვლოდ ღმერთს კარგი მოსავალი სთხოვეს. პოლიციამ დააკავა მკვლელები - ადგილობრივი ბელადები. მათ აღიარეს, რომ შეასრულეს მსხვერპლშეწირვის აქტი და ბავშვი მოკლეს, თუმცა თავს დამნაშავეებად მაინც არ სცნობენ.
tbl.ge/kh4
დაკოპირდა




