ჯანდაცვა

ჯანდაცვის მინისტრმა 2011 წლის ანგარიში წარმოადგინა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ 2011 წლის ანგარიში წარმოადგინა. მისი განცხადებით, 2011 წელს მთავრობის მიერ დაპირებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გეგმის შესრულება დაიწყო. ამ მიმართულებით განხორციელდა მილიარდიანი ინვესტიცია, დაპირებული 100 საავადმყოფოს ნაცვლად კი 150 ახალი ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კლინიკა აშენდა.

მინისტრის თქმით, დღესდღეობით საქართველოში მილიარდნახევარზე მეტი დაზღვეული მოქალაქეა. 2012 წლიდან კი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე იქნება დაზღვეული, ყველა ასაკის პენსიონერი და ყველა სკოლამდელი ასაკის ბავშვი, რაც გეოგრაფიულ ხელმისაწვდომოებასთან ერთად ფინანსურ ხელმისაწვდომობასაც შეუწყობს ხელს.

ამ წელს გაიხსნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის 10 რეგიონალური ლაბორატორია გახსნილია. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ ერთ-ერთმა პირველმა გააფორმა ხელშეკრულება კომპანია Microsoft-თან, რომლის მიზანი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში ლეგალურ (ლიცენზირებულ) საფუძველზე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაა.

 

კომენტარები