საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: ჰაველი იყო ევროპის უდიდესი პოლიტიკური ლიდერი

 

საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა მწუხარება ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია; „ვაცლავ ჰაველი არა მხოლოდ მე-20 საუკუნის, არამედ ჩვენი დროის ძალიან დიდი, ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური ლიდერი იყო. ის იყო ადამიანი, რომელმაც ანტიკომუნისტური რევოლუციების მთელი ტალღა და ის მუხტი წარმოშვა, რომელმაც ევროპა მოიცვა. ვაცლავ ჰაველი საქართველოსთვის წარმოუდგენლად დიდი მეგობარი იყო. რუსეთის აგრესიის დროს ევროპაში გამოჩნდნენ ელემენტები, რომლებიც ცდილობდნენ აგრესორის მოქმედების გამართლებას და საქართველოს დადანაშაულებას (ასეთები, მართალია, სრულ უმცირესობაში, მაგრამ მაინც იყვნენ), ვაცლავ ჰაველმა მაშინ საქართველოს სასარგებლოდ ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა და უდიდესი როლიც შეასრულა. იგი იყო არა მხოლოდ ძალიან დიდი ინტელექტუალი, არამედ საკუთარი ქვეყნისა და, მე ვიტყოდი, ევროპის უდიდესი ლიდერი. ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ვაცლავ ჰაველმა საქართველოსთვის ურთულეს დროს გააკეთა.“

 ვაცლავ ჰაველი 75 წლის ასაკში, 18 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

კომენტარები