24 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილი მიტინგის საორგანიზაციო კომიტეტმა ახალი ლოზუნგი წამოაყენა - არც ერთი ხმა ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ძალაში რჩება ძველი მოთხოვნები: ბათილად გამოცხადდეს 4 დეკემბრის არჩევნების შედეგები, დაინიშნოს დუმის ახალი არჩევნები, გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა ახალი ლოზუნგი - არც ერთი ხმა ვლადიმირ პუტინს - ინტერნეტის მეშვეობით ერთგვარ საყოველთაო სახალხო კენჭისყრაზე გაიტანოს. ასევე, გამოითქვა იდეა საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნას დამკვირვებლების მოსამზადებელი ცენტრი. საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაში პოლიტიკოსთაგან მონაწილეობდნენ : ვლადიმირ რიჟკოვი და ბორის ნემცოვი, მწერლები: დიმიტრი ბიკოვი და ბორის აკუნინი, ჟურნალისტები: ოლგა რომანოვა და ლეონიდ პარფიონოვი.
tbl.ge/1q3v
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პეტერბურგში დააკავეს ილია ტრაბერი – ბიზნესმენი, რომელსაც პუტინის მეგობარს უწოდებდნენ
- რუსეთი ამბობს, რომ აშშ ტაილანდში რუსებზე "ნადირობს"
- დაღესტანში "გაზპრომის" გაზსადენის მონაკვეთი აფეთქდა, გაჩნდა დიდი ხანძარი
- მედია: რუსეთში დეველოპერებისთვის სამთავრობო VPN პროგრამის შექმნას განიხილავენ
- პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს




