ტელეკომპანია მაესტრო

მაესტროს დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

თბილისში, ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა. მათ სამართალდამცველ ორგანოებს მოსთხოვეს უზრუნველყონ მაესტროს შენობიდან ეროსი კიწმარიშვილის გამოყვანა, რათა ტელეკომპანიას მიეცეს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება. მაესტროს ჟურნალისტები და დამფუძნებლები შემდეგ აქციას რამდენიმე დღეში,  პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავენ. მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გამოვიდა მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატივით. მისი აზრით, გაერთიანებამ უნდა მოახდინოს ერთიანია რეაქცია რომელიმე მედია საშუალებაზე დარტყმაზე.

ეროსი კიწმარიშვილი კი მაესტროს დამფუძნებლებისგან 7 მილიონ ლარს ითხოვს. მან დღეს თქვა, რომ ამისთვის სასამართლოს მიმართავს.

 

კომენტარები