აფხაზეთი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სოხუმში შეხვედრები გამართა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი  ნიკოლაი პატრუშევი  სოხუმში  დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა, რის შემდეგაც  სოხუმის სანაპიროზე გაისეირნა,  შემდეგ ახალი ათონის მონასტერს ეწვია და გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის მე-7-ე სამხედრო ბაზაც  მოინახულა.  ”ანქვაბთან შეხვედრაზე  თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ  , შედეგებით კმაყოფილი  ვარ.   ვისაუბრეთ იმაზე,   ჩვენი სტრუქტურები როგორ უზრუნველყოფენ ერთობლივად აფხაზეთის უსაფრთხოებას“, – განაცხადა პატრუშევმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით  ახლო მომავალში   ორმხრივი დოკუმენტების გაფორმება იგეგმება.

სოხუმში ჩასვლამდე პატრუშევმა გაზეთ ”არგუმენტი ი ფაქტი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს  რუსეთში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად ადამიანების მომზადებაში  დასდო ბრალი.   ბრალდებას თბილისში უსაფუძვლო უწოდეს  ,  აღნიშნეს , რომ მისი  იგ­ნო­რი­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა,  მით უფ­რო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რუ­სეთ­ში ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის აწე­ვა ზრდის რის­კებს და საფ­რთხე­ებს რუ­სე­თის სა­მე­ზობ­ლო­ში.


კომენტარები