მაიკლ ჯექსონი

მაიკლ ჯექსონის პირადი ნივთები 17 დეკემბერს გაიყიდება

დეკემბერს, მაიკლ ჯეკსონის პირადი ნივთები აუქციონზე გაიყიდება, გამოფენა-გაყიდვა მომღერლის სახლში, ბევერლი ჰილზში გაიმართება.

აუქციონზე 500-მდე ნივთი იქნება წარმოდგენილი, რომლებთანაც შეხება ჯექსონს და მის შვილებს ბოლო წლების მანძილზე ყოველდღიურად უწევდათ.

ტანსაცმელი, პირადი მაგიდა, კომოდი, ნახატები, კარადა სარკით, რომელზეც თავად ჯექსონის ხელით არის წარწერა გაკეთებული „train, perfection, March, April full out May”, ასევე სამზარეულოს დაფა ჯექსონის შვილების მესიჯით „Love daddy. I ♥

daddy, SMILE it’s for free"  ამ და უამრავი სხვა ნივთის შეძენის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება.

წარმოდგენილ ლოტებს შორის იყო იმ ლოგინის თავი, რომელშიც პოპის მეფე გარდაიცვალა, აუქციონის ორგანიზატორების თქმით გასულ თვეს ჯექსონის ოჯახმა უარი თქვა ლოგინის თავის გაყიდვაზე და ის მათ ოჯახში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი 2009 წლის 25 ივნისს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზი კი ტკივილგამაყუჩებელი წამლების გადამეტებული დოზა იყო.

 

კომენტარები