ადამიანის უფლებები

ჯონ ბასის მიმართვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს

 

 ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ს საელჩომ  ელჩის,  ჯონ ბასის ვიდეომიმართვა  გაავრცელა.  ელჩმა  ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწული პროგრესი აღნიშნა და დასძინა :“ კიდევ არსებობს სფეროები, რომლებშიც დამატებითი პროგრესის მიღწევა ასევე მნიშვნელოვანია : კანონის წინაშე თანასწორობა, მშრომელთა ძირითადი უფლებები, შეკრებებისა და პრესის თავისუფლება.“ ჯონ   ბასმა განმარტა, რომ  მხოლოდ ხელისუფლებას არ შეუძლია ძლიერი დემოკრატიის  შექმნა და მოქალაქეებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ამ საკითხებში. ელჩმა აღნიშნა, რომ მრავალი ქართველი ვერ ახერხებს დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მისიევ თქმით , აშშ  დაეხმარება საქართველოს „კიდევ უფრო ძლიერი , დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.“

 ადამიანის უფლებათა დაცვის დღე ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. 1948 წლის   10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის უფლებათა შესახებ.

 

კომენტარები