აქციები რუსეთში

აქციები რუსეთში არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ

მოსკოვში  პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა  მობილიზებულია მოედანთან, სადაც 2 საათზე საპროტესტო მიტინგი უნდა დაიწყოს. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია მოედნის მიმდებარე რაიონებშიც.  ქუჩებში გამოყვანილია შინაგანი ძალების წარმომადგენლებით სავსე ავტობუსები და სატვირთო მანქანები.  აქცია ლოზუნგით ”სამართლიანი არჩევნებისთვის!” დღეს , რუსეთის  სხვა და სხვა ქალაქებში იმართება, რასთან დაკავშირებითაც  სხვა და სხვა ქალაქებიდან ვრცელდება ინფორმაცია  დაკავებულების შესახებ.  რაც შეეხება მოსკოვს, გავრცელებული ცნობებით,  სოციალურ ქსელებში  50 000 -კაცზე მეტმა გამოთქვა მიტინგზე მისვლის სურვილი.

რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში დააკავეს "იაბლოკოს"  ადგილობრივი  ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ვიაჩესლავ ემელიანოვი.  მას  სამართალდამცველებმა ვანდალიზში დასდეს ბრალი ,  ადამიანებისთვის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მოწოდების გამო.

 ნოვოსიბირსკში არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში დაახლოებით 3000 პირი იღებს მონაწილეობას.

 პოლიციამ ხაბაროვსკში დაახლოებით 60 კაციანი აქციის 40-ამდე მონაწილე დააკავა. ცნობას სააგენტო რია-ნოვოსტი ავრცელებს

 სანქცირებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ვორონეჟშიც, სააგენტო ინტერფაქსის  ცნობით , მასში რამდენიმე ასეული რუსეთის მოქალაქე მონაწილეობს, ისინი არჩევნების შედეგების გადახედვას მოითხოვენ.

 ასევე, რამდენიმე ასეული ადამიანი დღეს ქუჩაში გამოვიდა რუსეთის ქალაქ პენზაში. აქციები მიმდინარეობს ვლადივასტოკში, როსტოვში და სხვა ქალაქებში

კომენტარები