საქართველო-საფრანგეთი

მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ნიკოლა სარკოზის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა .  დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ  საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: "ნიკოლა სარკოზიმ ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. აქამდე ამის შესახებ ასე ღიად არავინ საუბრობდა. ეს არის საქართველოს ერთადერთი მომავალი და მას ალტერნატივა არ გააჩნია.  ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გზა ევროპისკენ. საქართველოს გამთლიანების გზა გადის სწორედ ევროპაში ინტეგრაციაზე. არანაირი ვეტოს უფლება არცერთ სხვა მხარეს, განსაკუთრებით რუსეთს, ჩვენს ევროინტეგრაციაში არ გააჩნია" .
მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ევროპის სახალხო პარტიის მე-20 ყრილობის მუშაობაში მონაწილეობს. 

კომენტარები