საქართველო-საფრანგეთი

განიხილეს მხარეთა ურთიერთობების აქტუალური საკითხები - საფრანგეთის ელჩი ბოჭორიშვილს შეხვდა

ოლივიე კურტო და მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა. ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის განვითარების შესაძლო მიმართულებები განიხილეს. 

"მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.  ხაზგასმით აღინიშნა, ამ პროცესში, შემდგომი თანამშრომლობის და დიალოგის მნიშვნელობა. 

ოლივიე კურტომ დაადასტურა საფრანგეთის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები