აფხაზეთი

აფხაზეთიდან რუსეთში 2 მილიონი კუბომეტრი ინერტული მასალა გავა

”აფსნიპრესის” ცნობით,  აფხაზეთის სეპარატისტმა  ლიდერმა   ალექსანდრ ანქვაბმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  სოჭის ზამთრის  ოლიმპიადის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზატორებს     აფხაზეთიდან  მხოლოდ 2 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ინერტული მასალის მიღების იმედი უნდა ჰქონდეთ.   ანქვაბმა აღნიშნა, რომ ინერტული მასალების ამოღება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მდინარე კოდორიდან, რადგან ეკოლოგების დასკვნით” სხვა მდინარეები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ინერტული მასალის  მიღებისთვის.” ანქვაბმა თქვა ისიც, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა არ დაუშვებს მთელი ამ მასალის საავტომობილო გზით  ტრანსპორტირებას, რათა არ მოხდეს გზის საფარის დაზიანება. ”გადაზიდვა შესაძლებელი იქნება რკინიგზის მეშვეობით ან ზღვით , თუმცა ზღვით გადაზიდვა ძვირია.” - აღნიშნა  ანქვაბმა.

რუსეთის სარკინიგზო ხაზებმა 2011 წლის ოქტომბერში განაახლა  ოკუპირებული  რეგიონიდან  ინერტული მასალის ( ქვიშა , ხრეში) ექსპორტი, სოჭში დაგეგმილი ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის.  ამასთან  დაკავშირებით  საქართველომ  მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას შესაბამისი შეფასება მიეცა რუსეთის უკანონო ქმედებებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო  სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ  რუსეთის მიერ ინერტული მასალების ოკუპირებული აფხაზეთიდან  (საქართველო)  უკანონო ექსპორტი,   ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული უგულვებელყოფით მიმდინარეობს და  უდიდეს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს შავი ზღვის სანაპირო ზოლის, განსაკუთრებით კი აფხაზეთის (  უნიკალურ   ბუნებას, რაც კავკასიის რეგიონისთვის ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასია.

 

კომენტარები