საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დაუშვა მმართველმა პარტიამ გადახედოს ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან მიღწეულ შეთანხმებას, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე. ეს მას შემდეგ მოხდა რაც ოპოზიციურმა ფრაქციამ ერთობა სამართლიანობისათვის დეპუტატთა 150-იდან 190-მდე ზრდის ინიციატივის გამო გააკრიტიკა როგორც უმრავლესობა, ისე საპარლამენტო უმცირესობა. დებატების დროს ქრისტიან–დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია „უნამუსოდ“ ცდილობს, „ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შეტენოს“ პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ თემა „საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია“. ცისკარიშვილმა ვეფხვაძის გამოსვლას უპასუხა. "ლევან ვეფხვაძემ დღეს ხელისუფლებას უსინდისო უწოდა, თუმცა უსინდისობა არის ის, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ მაშინ, როცა ხელისუფლება მათ ინიციატივას დეპუტატების რაოდენობის გაზრდის შესახებ მხოლოდ კომპრომისის სახით დასთანხმდა,”- განაცხადა მან და დასძინა
სადაო საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და ის საერთო-სახალხო განხილვის ფაზას გადის. დეპუტატთა რაოდენობის ზრდის მოწინააღმდგეები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება მოახდენს 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების გადახედვას, როცა ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა პარლამენტის 150 დეპუტატით ფორმირებას.




