არჩევნები რუსეთში

ედიანია რასია დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს

რუსეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველი ”ედიანია რასია” დუმაში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმათა 96% დათვლილია და მათი დაახლოებით 50% აღნიშნულ პარტიას ერგო. ”ედინაია რასიამ” წინა არჩევნებში 64%-იანი მხარდაჭერა მიიღო. დღევანდელი შედეგებით, 450-ადგილიან პარლამენტში მას 238 მანდატი ერგება , მაშინ როცა აქამდე 315 მანდატს ფლობდა.

არჩევნებში მეორე ადგილს ”ომუნისტური პარტია 19,2%-იანი მაჩვენებლით იკავებს. წინასწარი შედეგებით სახელმწიფო დუმაში ის 92 ადგილს მიიღებს, კომუნისტებს მოსდევს ”სამართლიანი რუსეთი” 13,2% -ით (64 ადგილი), ვლადიმირ ჟირინოსკის ნაციონალისტ ლიბერალ-დემოკრატები კი მეოთხე ადგილს იკავებენ- 56 მანდატით, მათ ამომრჩეველთა 11,7%-მა დაუჭირა მხარი. წინასწარი მონაცემებით, 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახა სამმა პარტიამ - ”იაბლოკო”, ” მართალი საქმე” და ”რუსეთის პატრიოტები”.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო განცხადებაში აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები მათ ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობას მისცემთ. პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა კი არჩევნების შედეგები რუსეთში „მოქმედებაში მოყვანილი დემოკრატიის“ მაჩვენებლად დაასახლა.

აღსანიშნავია , რომ ”ედინაია რასიამ” არჩევნები წააგო მოსკოვის 2 რაიონში. ციმბირის რეგიონებში მისი მაჩვენებლები კი წინა არჩევნებთან შედარებით 10 პროცენტზე მეტით არის შემცირებული. არხანგელსკში მმართველმა პარტიამ ხმების 31, 86 პროცენტი მიიღო, რაც წინა მაჩვენებელზე 25 პროცენტით დაბალია . დამოუკიდებელი დამკვირვებლები არჩევნებზე მასობრივ დარღვევებს აღნიშნავენ. ”ასეთი მძიმე ზეწოლა პირველად განვიცადეთ”- განაცხადა დამოუკიდებელი ასოციაცია ” გოლოსის” წარმომადგენელმა ლილია შიბანოვამ. მარტო აღნიშნულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით 5300 საჩივარი შეიმუშავა. არჩევნების წინა დღეს მოსკოვში სხვადასხვა საპროტესტო აქციის 250-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

 

 

კომენტარები