ტელეკომპანია მაესტრო

მაესტროში მოლაპარაკებები შედგა

ტელე-კომპანია მაესტროში დასრულდა მოლაპარაკება ”მაესტროს’ ერთ-ერთ დამფუძნებელ ლევან ჩიკვაიძესა და მმართველი კომპანიის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილს  შორის. შეხვედრა დაახლოებით 2 საათს მიმდინარეობდა.  მისი დასრულების შემდეგ ჩიკვაიძემ   აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხდა, გარკვეულ საკითხებზე კი  ვერა. მისივე თქმით,   მხარეების  მოლაპარაკებით,   შესაძლებელია ტელევიზიის მართვაში შეიყვანონ მედიატორი და სავარაუდო  მედიატორად ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განიხილება.   ჩიკვაიძემ განმარტა, რომ შეთანხმებით მოლაპარაკებები  ნეიტრალურ ტერიტორიაზე ტელე-კომპანიის გარეთ უნდა გაგრძელდეს და   შესაძლოა , აღარ მოხდება ხელშეკრულების გაწყვეტა ”მაესტროსა” და მმართველ კომპანიას შორის, რომელსაც ეროსი  კიწმარიშვილი წარმოადგენს.   ჩიკვაიძემ  თქვა  ისიც, რომ მოლაპარაკებისას კიწმარიშვილმა აღიარა, რომ ღლონტის, ჩიკვაიძის და სხვების  სამსახურიდან გაშვების შესახებ მის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ცხელ გულზე მიღებული ”უკანონო ” გადაწყვეტილება იყო.

მოლაპარაკებების დასრულების  შემდეგ განმარტებები გააკეთა კიწმარიშვილმაც და   ხაზი გაუსვა რომ ” არ   შეიძლება  ჟურნალისტები დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას შორის  მიმდინარე დაპირისპირების მძევლები გახდნენ ”  . კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ     აუცილებელია ბლოკირების მოხსნა  ტელე-კომპანიისთვის  მუშაობისთვის ჩვეული   პირობების აღსადგენად.  ამისთვის  ის  უწინდებურად მოითხოვს ”მაესტროს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა   მამუკა ღლონტმა დატოვოს  ”მაესტროს” შენობა.  ამჯერად, ღლონტიც  და კიწმარიშვილიც  რჩებიან   შენობაში მათ მიერ გუშინ   დაკავებულ ნაწილებში. ეროსი კიწმარიშვილი  გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ  მიმართვასაც   და თქვა, რომ   ”მიუღებელია მაესტროსთან დაკავშირებით  ივანიშვილისგან  ჩვენობით  სტილში ლაპარაკი  და  მიუღებელია მისი  ვერსია , თითქოს გუშინ დაწყებულ  დაპირისპირებას ხელისუფლება მართავს”.   ” ხელისუფლება ამ პროცესს არ მართავს”- აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა.   ბიძინა ივანიშვილმა  ”მაესტროს ” თანამშრომლების მხარდასაჭერად  დღეს მიმართვა გაავრცელა.” როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ და, შესაბამისად, გავიმარჯვებთ ჩვენ ყველა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს გაგვიტყუოს სამართლებრივი სივრციდან და ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასაძაბად. ჩვენ ერთად აუცილებლად მოვძებნით კანონის ფარგლებში ბრძოლისა და ადამიანებამდე თავისუფალი სიტყვის მიტანის საშუალებებს. მშვიდად იყავით და იცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ვამაყობთ თქვენით. ”- აღნიშნავს ივანიშვილი საკუთარ მიმართვაში. 

კომენტარები