ივანიშვილი პოლიტიკაში

სუბარი: ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური ლიდერის როლს შეასრულებს

"ქართული პარტიის" ყოფილი თავმჯდომარე სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს.  მისი აზრით, მას შემდეგ, რაც წარუმატებელი გამოდგა ოპოზიციის მცდელობები, არჩევნების ან გამოსვლების გზით შეეცვალა  ხელისუფლება,  მოქალაქეების უმრავლესობა  უპერსპექტივობის განცდამ მოიცვა.”  სექტემბრის ბოლოს ცხადი გახდა, რომ ოპოზიციურ პარტიებს აღარც ერთად და აღარც ცალ–ცალკე აღარ გააჩნდათ იმის რესურსი, რომ 2012 წლის არჩევნები ოდნავ მაინც დამსგავსებოდა  ცივილიზებულ პოლიტიკურ პროცესს,  თუმცა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით საქართველოში შეიქმნა ახალი რეალობა და  ერთბაშად დაბრუნდა ქვეყნის გადარჩენის იმედი. ”-  აღნიშნა სოზარ სუბარმა და დასძინა :  „ბიძინა ივანიშვილი იქცა ნაციონალურ იმედად და ამ იმედის დაკარგვა ქვეყნის დიდი ხნით გაწირვის ტოლფასია. ვხედავ და ვგრძნობ, რამდენი ადამიანი უყურებს მას იმედის თვალით და სწორედ ეს მაძლევს იმის რწმენას, რომ იგი შეასრულებს ნაციონალური გამაერთიანებლის, ნაციონალური ლიდერის როლს, რომლის ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოებაც დაიბრუნებს ღირსებას, სამართლიანობას და თავისუფლებას“.

სოზარ სუბარმა 30 ნოემბერს დაადასტურა ”ქართული პარტიის” დატოვება.   მის განცხადებას  გამოეხმაურა ირაკლი ოქრუაშვილი და თქვა  : ” სოზარ სუბარი კოტე გოგელიას ჯიბეს ჩამოეკიდა და იმის დაკრულზე ცეკვავს ვინც ფულს უხდის.”  30 ნოემბერს   სუბარს არ დაუკონკრეტებია იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილის გვერდით, თუმცა   აღნიშნა, რომ  “სურს გაიმარჯვოს ბიძინა ივანიშვილის საქმემ” და  ამ პროცესს ყველანაირად შეუწყობს ხელს.

 არც თუ დიდი ხნის წინ ივანიშვილმა სოზარ სუბარი მიიწვია თავის სამომავლო პოლიტიკურ ორგანიზაციაში ,  ”თუ ბატონ სოზარს სურვილი ექნებს ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას შეუერთდდეს, მე ამას მხოლოდ მივესალმები.” - განაცხადა მან. 

კომენტარები