კალინინგრადის ოლქში რადიოსალოკაციო სადგური იმუშავებს. ” დასავლეთის ქვეყნებს ეს შეუძლიათ აღიქვან სიგნალად რუსეთის მზადყოფნის შესახებ , ადეკვატური პასუხი გასცეს ევროპაში თავდაცვითი ანტისარაკეტო სისტემის განთავსებას”- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და თან დასძინა, რომ კალინინგრადის სადგური გამოყენებული იქნება საერთო სარაკეტო საფრთხეზე რეაგირებისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ თუ რუსეთის სიგნალს დასავლელი პარტნიორები ყურად არ იღებენ , რუსეთი გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის თავდასხმითი სისტემების განლაგების მიმართულებით. ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ წარმოადგენდა ინიციატივებს ევროპაში აშშ-ს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების გეგმის საპასუხოდ.
tbl.ge/17cs
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პეტერბურგში დააკავეს ილია ტრაბერი – ბიზნესმენი, რომელსაც პუტინის მეგობარს უწოდებდნენ
- რუსეთი ამბობს, რომ აშშ ტაილანდში რუსებზე "ნადირობს"
- დაღესტანში "გაზპრომის" გაზსადენის მონაკვეთი აფეთქდა, გაჩნდა დიდი ხანძარი
- მედია: რუსეთში დეველოპერებისთვის სამთავრობო VPN პროგრამის შექმნას განიხილავენ
- პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს




