დღეს უეფას შტაბბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 19 და 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა მოეწყო.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბოსნია-ჰერცოგოვინის, ხორვატიის და ავსტრიის ნაკრებებს გაეჯიბრება, 17-წლამდელთა (მწვრთნელი ვასილ მაისურაძე) მეტოქეები კი ესპანელები, ინგლისელები და უკრაინელები იქნებიან.
19-წლამდელთა ევროპირველობას გაისად, 3-15 ივლისს ესტონეთი უმასპინძლებს, 17-წლამდელთა ჩემპიონატი კი 4-16 მაისს სლოვენიაში გაიმართება.




