არჩევნები რუსეთში

რაისი რუსეთში მასობრივ მღელვარებას არ გამორიცხავს

ვლადიმირ პუტინი საარჩევნო პროცესს ფარსად აქცევს -  განაცხადა აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა  სააგენტო ”როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში . მან ”წარუმატებელი იდეა” უწოდა პუტინის გადაწყვეტილებას მონაწილეობა მიიღოს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინტერვიუში რაისმა გამოთქვა მოსაზრება, რომ  პრეზიდენტად პუტინის დაბრუნებას რუსეთში, შესაძლოა,  მასობრივი მღელვარება მოჰყვეს. ” თუ მომავალი წლის მარტში პუტინი გახდება პრეზიდენტი, დიდია იმის ალბათობა, რომ ის კიდევ უფრო მეტად ცენტრალიზებულს გახდის მმართველობას და   კიდევ უფრო მეტ ზეწოლას განახორციელებს ოპოზიციაზე”-  აღნიშნა  ”როიტერთან”  საუბრისას კონდოლიზა რაისმა და დასძინა : ” მაგრამ,  პუტინს მოუწევს  თანამედროვე რეალობის მოთხოვნებთან  შეჯახება,  რუსები საკმაოდ კარგად ერკვევიან  მსოფლიო პროცესებში და საკითხავია რამდენად მოითმენენ ისინი პოლიტიკურ რეპრესიებს. ”

რუსეთის პრემიერ-მინისტრის  პრეს -სპიკერმა დმიტრი პესკოვმა  ბიბისი-ს უთხრა, რომ პუტინის პრეს-სამსახური სწავლობს კონდოლიზა რაისის განცხადებას  და მასზე კომენტარი  ჯერჯერობით არ კეთდდება.  

კომენტარები