საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობა

სააკაშვილი დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის ფორუმზე

ლონდონში ოფიციალურ ვიზიტად  მყოფი საქართველოს პრეზიდენტი” დემოკრატთა საერთაშორისო კავშირის” ფორუმზე სიტყვის გამოვიდა.  შეხვედრის მასპინძელი კონსერვატორთა პარტიაა. სააკაშვილმა კავშირის 45 წევრი ქვეყნის დელეგაციებს მიმართა."ჩვენ ყველანი აქ ხუთი კონტინენტიდან ისე ჩამოვედით, თითქოს ოჯახურ შეხვედრაზე ვართ, რადგან საერთო პასუხისმგებლობები გვაერთიანებს: დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ჩვენ ვირჩევთ ისეთ საზოგადოებას, სადაც თავისუფალი ინდივიდები ცხოვრობენ და არა ერთიანი სოციალური კლასები", - განაცხადა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ სააკაშვილი ლონდონში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება. დღეს ის პირისპირ შეხვდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს.   გავრცელებული ცნობებით, შეხვედრაზე დევიდ კამერონმა   გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა და  ასევე,  მხარდაჭერა საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ. ” დიდი კმაყოფილება გვინდა გამოვთქვათ  იმის გამო, რომ ჩვენი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძვიან ავღანეთში. ქართველმა სამხედროებმა ყველას უჩვენეს ძალიან დიდი სიმამაცე და პროფესიონალიზმი იმ მისიაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნებია ჩართული", _ განაცხადა  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა .  შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა  აღნიშნა,  რომ  კამერონი ერთ-ერთი ის დასავლელი ოპოზიციონერი იყო, რომელიც აგვისტოს ომის დროს თბილისში ჩამოვიდა. "დევიდ კემერონმა აგვისტოს ომის დროს ისტორიული განცხადება გააკეთა, რამაც ხელი შეუწყო ვითარების განმუხტვას და ამან, ფაქტობრივად, საქართველო გადაარჩინა. მან თქვა, რომ შეუძლებელია საყიდლებზე წახვიდე სელფრიჯის მაღაზიაში მაშინ, როდესაც შენი ტანკები ევროპულ ქვეყანაში თარეშობენ",  გაიხსენა   საქართველოს პრეზიდენტმა. 

კომენტარები