საქართველო NATO-ში

სააკაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან და ნატოს ელჩებთან

ბათუმში ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ნატოს ელჩებთან შეხვედრაზე    მიხეილ სააკაშვილმა   განაცხადა, რომ ქართული მხარის მზადყოფნამ მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად და მცდელობამ, სატვირთებელზე მეტი იტვირთოს , საქართველო ნატო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად აქცია. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ   ამაყობს ჯარისკაცებით,  რომლებმაც ზუსტად იციან, რისთვის იბრძვიან ავღანეთში.

სააკაშვილის თქმით, ქვეყანას ნატო-ს  წვერობამდე  ჯერ კიდევ გრძელი და არც თუ იოლი  გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ” საქართველოს სვლას ამ გზაზე  უკან ვეღარავინ შეაბრუნებს. ” საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ საერთო - სახალხო  უწოდა და აღნიშნა,  რომ ამ სწრაფვაში ჩარჩოებს  ვერ  აწესებს პოლიტიკური პარტიები, რადგან   ჯგუფები , რომლებიც მხარს არ უჭერენ საქართველოს ნატოში გაწევრიანებს  პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან და მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვთ. ” ჩვენ როგორც არასდროს ისე ვართ ახლოს ალიანსთან,  მიუხედავად დაშინებისა და  ოკუპაციისა დღეს  საქართველო ნატოს მოკავშირე და პარტნიორია”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  მან  ნატოს  გენერალურ მდივანს და ნატოს  ელჩებს  ესაუბრა  ბათუმის სახეცვლილებაზეც,  თქვა, რომ ბათუმში არა მხოლოდ სასტუმროები შენდება, არამედ  ვითარდება ინფრასტრუქტურა,  ტურიზმი და ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. ბათუმშივე სააკაშვილმა ანდერს ფორ რასმუსენს  ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა, სადაც ნატოს გენერალურ მდივანს აუხსნეს, რომ აქ  მომხმარებელს 15 წუთში შეუძლია ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო ოფიციალური პროცედურების გავლა და ასეთსავე მოკლე დროში ქონების რეგისტრაცია.  

კომენტარები