მიწისძვრა თურქეთში

მორიგი მიწისძვრა თურქეთში

ოთხშაბათს თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მორიგი,  5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამ დროისთვის დასტურდება სამი ადამიანის სიკვდილი. ვარაუდობენ, რომ შენობების ნანგრევებში კიდევ 100-მდე ადამიანი იმყოფება.

მაშველები მძიმე ტექნიკის გამოყენებით ცდილობენ ნანგრევების გაწმენდას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დრომდე 11 ადამიანი იქნა ამოყვანილი ორი სასტუმროს ნანგრევებიდან. მათ შორისაა იაპონელი ქალი, რომელიც ნანგრევებში 6 საათის მანძილზე იმყოფებოდა.

გუშინდელ რყევას წინ 23 ოქტომბერს მომხდარი 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა უძღვოდა, რომელსაც 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ ასობით განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა, ათასობით ადამიანი კი კვლავ უსახლკაროდაა დარჩენილი.

კომენტარები