არტისტერიუმი 2011

“არტისტერიუმი 2011” გრძელდება

თბილისის თანამედროვე ხელოვნების IV საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი 2011“ გრძელდება, ღონისძიების თემაა: „თავისუფალი ვარდნა - Free Fall”.
დღეს, 8 ნოემბერს 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში - ქარვასლა (სიონის 8) ფრანგი ოლივიე დე საგანაზის პერფორმანსი გაიმართება, სახელწოდებით - „ტრანსფიგურაცია“.
გალა გალერეა კი 19:00 საათზე ოლეგ ტიმჩენკოს ფოტოგამოფენას „პრიალა“ დაეთმობა.

„არტისტერიმი 2-2011“ მონაწილეებს ნამუშევრების შექმნას „თავისუფალი თემის“ რეჟიმში სთავაზობს. ინსტიტუციონალური და კურატორული „დიქტანტის“ გარეშე.

„არტისტერიუმი“ წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილ მსხვილ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე .ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 80-ზე მეტი მხატვარი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო,  საფრანგეთი, აშშ, პოლონეთი, უელსი /დიდი ბრიტანეთი/, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, მექსიკა, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა,  ბელორუსია, ლიტვა, თურქეთი, გერმანია, ირლანდია, სომხეთი.   


  

კომენტარები