ჩინეთი

ჩინეთის კომპარტია ახალ ხელმძღვანელობას ირჩევს

ოქტომბრის სახალხო ყოველდღიური გაზეთის გარეკანზე, პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს ნახავდით, იქვე კი მის აშკარა მემკვიდრეს – ვიცე-პრეზიდენტ ქსი ძინპინსა და ლიუ იანტონს, სახელმწიფო საბჭოს ლიდერს. ყველას აწუხებს კითხვა – 2012 წელს პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსა და პრემიერ ვენ ძიაბაოს გადადგომის შემდეგ, ვინ დაიკავებს მათ ადგილს. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ალისა მილერის თქმით, კითხვაზე პასუხი პარტიის შიგნით უნდა ვეძებოთ.

გასულ კვირას პეკინში კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ყოველწლიური პლენუმი ჩაატარა. ფორმალური დღის წესრიგი ჩინური კულტურის გავრცელებას ეხებოდა, თუმცა ყველაზე აქტუალურ თემას, მაინც ოლიგარქია და პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტი წარმოადგენს.

მმართველ ძალას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ერთად, მთავრობა, სამხედრო, სასამართლო და ეროვნული კანონმდებლობა შეადგენს. მთავარი პოლიტიკური საკითხები კი პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის გასაიდუმლოებულ სესიებზე წყდება. სესიები კვირაში ერთხელ მაინც ტარდება. მუდმივი კომიტეტის შემადგენლობაში ყოველი ცვლილება, ჩინეთის მომავალ კურსზე აისახება. მომავალ წელს მუდმივი კომიტეტის შემადგენლობაში ახალ წევრებს ელიან.

მუდმივი კომიტეტის ცხრა წევრიდან ბატონ ჰუსა და ბატონ ვენს პარტიის არაფორმალური საპენსიო ასაკი, 68 წელი მოუწევთ. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ბატონი ქსი ძინპინი პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის, ხოლო ლი კეციანი, ეკონომიკურ საკითხებში ვიცე-პრემიერი, პრემიერის თანამდებობაზე ვიხილოთ. დანარჩენი შვიდი ვაკანსიის ბედი უცნობია. საქმე ისაა, რომ საჯარო კვალიფიკაცია მუდმივი კომისიისთვის არ არსებობს. ადრე, თანამდებობაზე დანიშვნა კავშირებზე იყო დამოკიდებული. ახლა კი, პროფესორ მილერის განცხადებით, ჩინეთის ლიდერებმა მიღების წესები გაამკაცრეს, რადგან მუდმივი კომიტეტის შემადგენლობა წამყვანი გუნდია, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებს, როგორიცაა საგარეო ურთიერთობები და ა.შ.

ანალიტიკოსების განცხადებით, გადარჩევის პროცესი უკვე შეიმჩნევა. სანამ პარტიის წამყვანი ლიდერები გადაწყვეტენ ვინ მოუტანთ წარმატებას, სიტუაცია იხლართება. რამდენიმე კანდიდატი უკვე გამოჩნდა საჯაროდ. ერთ-ერთი მათგანია პო სილაი, ჩუნცინის მეტროპოლისში პარტიის მმართველი და ვან იანი – ყოფილი ჩუნცინის პარტიის ბოსი, რომელიც ახლა ჯუანტონის, აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკურ საკითხებს უძღვება. ჩინეთის პოლიტიკური სტანდარტების მიხედვით ბატონი პო იდეალურია. მან კვაზიმაოისტური ნაციონალიზმის რენესანსსა და კორუფციის მარცხს რეკლამაც კი გაუკეთა. ბატონი ვანის მოხსენებები კი უფრო დემაგოგიას ჰგავს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, ლიუ იანტონი, 1945 წელს დაიბადა. სანამ პარტიაში მოვიდოდა, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ორგანიზატორი იყო. პარტიაში ძირითადად განათლებისა და პოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა. ის პირველი ქალია, ვინც მუდმივი კომიტეტის სტანდარტებს მიაღწია და ცხრა ოლიგარქთან ერთად ქვეყანას მართავს. ასევე გასათვალისწინებელი ფიგურებია ლი უანჩაო და მენ ძიანჭუ. ბატონი უანჩაო 2007 წლიდან პარტიის საორგანიზაციო დეპარტამენტში მუშაობს, ხოლო ბატონი ძიანჭუ 2002 წლიდან საჯარო უსაფრთხოების მინისტრია. ისინი მუდმივი კომისიის მომავალ წევრებად ითვლებიან. თუმცა წინ კიდევ ერთი წელია და დანამდვილებით არავინ იცის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

კომენტარები