საქართველო NATO-ში

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს რეფორმებს აფასებს

საქართველოს წარმატებები რეფორმირების სფეროში არის მნიშვნელოვანი პროგრესი ნატოს წევრ სახელმწიფოებთან  ურთიერთობაში - ამის შესახებ  საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნა  ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.  ”რეფორმების მიმართულებით წარმატებების გამო ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს მიმართ , ეს ეხება არა მარტო თავადაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმას, არამედ სხვა სფეროებსაც, მთლიანობაში  ესაა მნიშვნელოვანი პროგრესი  ნატო- საქართველოს ურთიერთობაში”-  განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. 

კომენტარები