საქართველოში ეგვიპტის კულტურის დღეები მიმდინარეობს

თბილისში ეგვიპტის კულტურის დღეები დღეს ცნობილი ეგვიპტელი ფოტოგრაფების ჯგუფური გამოფენით გაიხსნა. შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია სახელწოდებით ”ლამაზი ეგვიპტე” ეგვიპტის პეიზაჟებს ასახავს: ტაძრები, სამარხები, პირამიდები, სხვა და სხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობები. ეგვიპტის კულტურის დღეების ფარგლებში დღეს და ხვალ გრიბოედოვის თეატრში გაიმართება ქაიროს საბალეტო დასის წარმოდგენაც.

კომენტარები