საკრებულო აბაშიძისა და დოლიძის საკითხს განიხილავს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკო ხაჩირაშვილის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ თანამდებობებს თავი ვერ გაართვეს და ამიტომ მათი გადარჩევა მოხდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიკო ხაჩირაშვილმა საკრებულოს ბიუროს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელზეც პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრების, ზურაბ აბაშიძისა და ვიქტორ დოლიძის თანამდებობებიდან გათავისუფლების საკითხი დადგა, ხმაურით  მიმდინარებდა. საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა დანიშნული. 

კომენტარები