ოკუპირებული აფხაზეთი

ანქვაბმა Human Rights Watch-ი გააკრიტიკა

 აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაური  ალექსანდრ  ანქვაბი უფლებადამცველი ორგანიზაციის  Human Rights Watch-ის  ევროპის და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორს და მის მოადგილეს შეხვდა.  რამდენიმე თვის წინ  Human Rights Watch -მა     გამოქვეყნა მოხსენება  აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ. მასში ნათქვამია , რომ გალის რაიონის ქართული მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას განიცდის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები   გაუმართლებლად ართულებს გადაადგილების შესაძლებლობას, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოხსენებაში აღნიშნულია,  რომ გალის რაიონის ქართველობის მწვავე პრობლემაა მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. Human Rights Watch  -ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ლექსანდრ ანქვაბმა აღნიშნა, რომ არ იზიარებს   ორგანიზაციის  მოხსენებაში გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს,   ანქვაბის სიტყვებით ეს მოსაზრებები ”არაობიექტურია”.  ე.წ-მა პრეზიდენტმა უცხოელ სტუმრებს  უთხრა,  რომ აფხაზეთთან მიმართებით რიგი საერთაშორისო ორგანიზაციები  ეყრდნობიან ცალმხრივ ინფორმაციას და ამიტომ  მათ   დასკვნებში  ხშირად  ქართული მედიის   მონაცემები მეორდება. ” თუ  საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი ამოცანაა აფხაზეთის ხელისუფლების დისკრედიტაცია, მაშინ ასეთ შეხვედრებს აზრი არა აქვს, ამის გაკეთება აფხაზეთში ჩამობრძანების გარეშეც შეგიძლიათ” -უთხრა ანქვაბმა Human Rights Watch -ის ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს და მის მოადგილეს.     

კომენტარები