ჩრდილო კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლომ, ლეიტენანტი დავით ალიევი და მისი დედა, ირინე ალივი, საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟში დამნაშავედ ცნო. რუსული გამოძიების განცხადებით, ალიევი ქართველებმა მისი დედის, ირინე ალიევის მეშვეობით გადაიბირეს - რომელიც მათივე ინფორმაციით რუსეთის მოქალაქეა და რუსთავში ცხოვრობს.
გამოძიება აცხადებს, რომ ”სახელმწიფო მოღალატე” ალიევი, ჩრდილო კავკასიის სამხედრო ნაწილებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა, ხოლო შეგროვებულ მასალას ირინე ალიევი დონეცკში გადასცემდა ქართული დაზვერვის აგენტს . უფროს ლეიტენანტ ალიევს, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის ერთ-ერთ ნაწილში მსახურებდა, ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომა. ინფორმაციას ის ფლეშ ბარათზე (ე.წ ”ფლეშკა”) ტვირთავდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით ალიევი 10 წელს გაატარებს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ხოლო ირინე ალიევს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დავით ალიევი 10 წელს გაატარებს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. ხოლო ირინე ალიევს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.




