რუსეთთან ურთიერთობა

საოკუპაციო ზოლის პრობლემებზე კარასინი და აბაშიძე არ საუბრობენ

Zurab Abashidze
Tabula

საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებული პრობლემები კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებებში არ განიხილება და მასზე ჟენევის ფორმატში საუბრობენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ საკითხს არ განიხილავენ, რადგან არ მოხდეს ჟენევის მოლაპარაკების დუბლირება. 

"ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ამიტომ ასე ჩამოვყალიბდით. ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განვიხილავთ სავაჭრო ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირების პრობლემებს და ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხებს", -განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა სავარაუდოდ 4-5 ივნისს პრაღაში გაიმართება და მხარეები მოლაპარაკების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებენ. 

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცთან მავთულხლართები გაავლეს. შსს-ის ცნობით, ეს კანონდარღევაა და აღნიშნული უკანონო ქმედების საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ.

 

კომენტარები