საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 2012-2015 წლებში იქნება საქართველოს წარმომადგენელი წამების წინააღმდეგ კომიტეტში. კომიტეტის ახალი წევრების ასარჩევად კენჭისყრა ჟენევაში, 18 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას 97 მხარდამჭერი ჰყავდა . წამების წინააღმდეგ კომიტეტი 10 დამოუკიდებელი ექსპერტისგან შედგება და მონიტორინგს უწევს წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის იმპლემენტაციას კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ.
tbl.ge/13fw
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- თერჯოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ინფრასტრუქტურული პრობლემებია – ომბუდსმენი
- რელიგიათა საბჭო: ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ ომბუდსმენის წინააღმდეგ თავდასხმების გამო
- ომბუდსმენმა იმედი L-ის მხრიდან ჭარბწონიანობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა
- ომბუდსმენი: მეუფე სპირიდონის მითითებით ობოლთა პანსიონის მონიტორინგის უფლება არ მოგვცეს
- ომბუდსმენი: აქციის მონაწილე იქნება თუ პოლიციელი, თავის საქციელზე ყველამ უნდა აგოს პასუხი




