ნიუ იორკ თაიმსი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის უშედეგოდ დასრულებაზე წერს და აღნიშავს, რომ აშშ-ს პოზიციის მიუხედავად, რომელიც მხარს უჭერს WTO -ში რუსეთის გაწევრიანებას, საქართველო აპირებს შეაფერხოს აღნიშულ ორგანიზაციაში რუსეთის მიღება. როგორც წესი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ახალ წევრს კონსენსუსის საფუძველზე იღებენ, ამიტომ საქართველოს აქვს საშუალება წინ აღუდგეს რუსეთის მისწრაფებას - წერს ნიუ იორკ თაიმსი და მოჰყავს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის სიტყვები: ” თუ რუსეთი არ შეცვლის თავის პოზიციას, იძულებულნი ვიქნებით მოვახდინოთ მისი გაწევრიანების ბლოკირება”.
ნიუ -იორკ თაიმსი აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში ნათელი უნდა მოეფინოს იქნება თუ არა შესაძლებელი რუსეთის წევრობის საკითხის გადაწყვეტა დეკემბერში, როგორც ამას რუსეთის და აშშ-ს ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ. რუსეთის მხარეს მაინც აქვს იმედი, რომ შეერთებული შტატები ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე და მას პოზიციას შეაცვლევინებს.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე ორმხრივი მოლაპარაკებები მარტიდან მიმდინარეობს. საქართველო რუსეთისგან საერთო საზღვრის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე საერთაშორისო მონიტორინგის დაშვებას ითხოვს, რაზეც მოსკოვი კატეგორიულ უარს ამბობს.მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შაბათს განაცახდა, რომ რუსეთის ხისტი პოზიციის გამო მოლაპარაკებები პრაქტიკულად ჩავარდა და სრულიად უშედეგოდ დასრულდა.
რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას 17 წელია ითხოვს. აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი ბაზის შემუშავება ვაჭრობაზე მოქმედი ბარიერების მართვისა და საერთაშორისო ვაჭრობაში დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფის მიზნით. მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა, ვაჭრობასთან დაკავშირებული საერთაშორისო დავების მოგვარება WTO-ს წევრი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის ზედამხედველობა. მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დღესდღეობით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია 153 ქვეყანას აერთიანებს.