რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის ყოფნის პირობებს არეგულირებს.
შეთანხმება 2010 წლის თებერვალში გაფორმდა და აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის 49 წლის ვადით ყოფნას ითვალისწინებს. დოკუმენტის მიხედვით, სოხუმი ვალდებულია რუსულ შეიარაღებულ ძალებს გადასცეს უვადო სარგებლობაში უძრავი ქონების ობიექტები, რომლებიც სამხედრო ბაზისთვის იქნება გამოყენებული. რუსი სამხედროების სტატუსი, შეთანხმების მიხედვით, დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალის სტატუსს გაუთანაბრდება და მათზე დიპლომატიური იმუნიტეტი გავრცელდება.
დღეს დმიტრი მედვედევი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა. ამ ვიზიტის ფარგლებში სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმდა შეთანხმებები სასაზღვრო პუნქტების მოწყობაში თანამშრომლობისა და „ტრანსსასასაზღვრო წყლის ობიექტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“.
მოლაპარაკებების შემდეგ მედვედევმა სერგეი ბაღაფშისთვის სიკვდილის შემდეგ მინიჭებული ჯილდო - სიმამაცის ორდები, მის ქვრივს მარინა შონიას გადასცა.
როგორც მანამდე სააგენტო აფსნიპრესი იუწყებოდა, მედვედევი-ანქვაბის მოლაპარაკებებზე ასევე აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების აღდგენის საკითი უნდა განხილულიყო, რომელიც ბოლო წლებში სოხუმში დაძაბულობის მიზეზი გახდა.