ოკუპირებული აფხაზეთი

ანქვაბს მოსკოვში აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივ უფლებებზე დაელაპარაკებიან

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი  დღეს  მოსკოვში,რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. რუსული საინფორმაციო სააგენტოების  ცნობით,  შეხვედრაზე   განიხილება აფხაზეთის შემდგომი დახმარების საკითხები , როგორც სამხედრო ისე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე  საერთაშორისო არენაზე კოორდინირებული მოქმედების საკითხი . ამას გარდა  მედვედევსა  და ანქვაბს შორის განხილვის  საგანი იქნება   საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში , აფხაზეთში, რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებებთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები   

კომენტარები