საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია ACT-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურისტების რიცხვმა, 2011 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა ორი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 47.8%-ით მოიმატა. იმავე პერიოდში საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 6%-ით გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით, შიდა ტურიზმშიც 20%-იანი მატება აღინიშნა.
საერთაშორისო ტურიზმი
2011 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1.8 მილიონი ტურისტი შემოვიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით ანუ 535 ათასი ტურისტით, ხოლო 2009 წელთან შედარებით, 47.5%-ით ანუ 851 ათასი ტურისტით მეტია.
ყველაზე ბევრი – საშუალოდ 25.4% – აზერბაიჯანიდან (456 ათასი ადამიანი) და თურქეთიდან (455 ათასი ადამიანი) შემოვიდა. მათ მოსდევს სომხეთი 448 ათასი (24.9%), რუსეთი 176 ათასი (9.8%) და უკრაინა 38 ათასი (2%) ტურისტით.
საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმეტესობა – 34% – დასვენებისა და გართობის მიზნით ჩამოდის, ყველაზე მცირე რაოდენობა კი – 0.1% – დიპლომატიური მისიით. ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქი თბილისია. დედაქალაქს ტურისტების 60% სტუმრობს, მას მოსდევს ბათუმი – 43% და მცხეთა – 8%-ით. 2011 წლის 8 თვის მონაცემებით, ტურისტები ყველაზე ნაკლებად თელავს (1%), ბაკურიანსა (1%) და გუდაურს (1%) სტუმრობდნენ.
ტურისტები ქვეყანაში საშუალოდ 8 დღე რჩებიან. დასვენებასა და გართობას, საშუალოდ 6 დღეს, ნათესავების მონახულებას 11 დღეს, ხოლო ბიზნესისა და პროფესიული საქმიანობის წარმოებას 13 დღეს ანდომებენ. ტურისტების უმრავლესობა – 42% – საცხოვრებლად ოჯახებს აკითხავს და ოთახს ქირაობს, ხოლო უმცირესობა – 0.3% – ღამეს აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებში ათევს.
შარშანდელთან შედარებით, 2011 წლის 8 თვეში, ქვეყნის შიგნით 867 ათასმა საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა. უცხოელი ტურისტების მსგავსად, ისინი უპირატესობას თბილისს ანიჭებენ (13%). მას მოსდევს
ბათუმი (8%) და ქუთაისი (6%). 2011 წლის 8 თვეში ყველაზე ნაკლები – საშუალოდ 2% – სამტრედიას, ბორჯომს და ოზურგეთს ეწვია.
შიდა ტურისტების უმრავლესობა – 49% – საქართველოს ტერიტორიაზე ნათესავებისა და მეგობრების მონახულების მიზნით გადაადგილდება, ხოლო 0.3% – განათლების მისაღებად და ტრენინგებზე დასასწრებად.
ქართველების 48% ნათესავებისა და მეგობრების კერძო ბინაში ჩერდება, ხოლო 1% – ღამეს სატრანსპორტო საშუალებებში ათევს.

საქართველოში ჩამოსული ერთი უცხოელი ტურისტი, 8 დღის განმავლობაში, საშუალოდ, 1.5 ათას ლარს ხარჯავს. აქედან, საშუალოდ, 604 ლარი საცხოვრებელზე, 236 ლარი – კვებასა და სასმელებზე, 255 ლარი – სუვენირებსა და საჩუქრებზე, 244 ლარი – კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე, ხოლო 131 ლარი – ტრანსპორტში ეხარჯება.
შიდა ტურიზმი
შარშანდელთან შედარებით, 2011 წლის 8 თვეში, ქვეყნის შიგნით 867 ათასმა საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა. უცხოელი ტურისტების მსგავსად, ისინი უპირატესობას თბილისს ანიჭებენ (13%). მას მოსდევს
ბათუმი (8%) და ქუთაისი (6%). 2011 წლის 8 თვეში ყველაზე ნაკლები – საშუალოდ 2% – სამტრედიას, ბორჯომს და ოზურგეთს ეწვია.
შიდა ტურისტების უმრავლესობა – 49% – საქართველოს ტერიტორიაზე ნათესავებისა და მეგობრების მონახულების მიზნით გადაადგილდება, ხოლო 0.3% – განათლების მისაღებად და ტრენინგებზე დასასწრებად.
შიდა ტურისტების უმრავლესობა – 75% – საცხოვრებლად ძირითადად კერძო ბინებში ნაქირავებ ოთახებს, ხოლო უმცირესობა – 0.4% – სანატორიუმებსა და გამაჯანსაღებელ კომპლექსებს ირჩევს.
საქართველოს მოქალაქეთა მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობა ერთი კვირაა. დასვენებას – საშუალოდ 7 დღეს, ბიზნესისა და პროფესიული საქმიანობის წარმოებას – 6 დღეს, მკურნალობას, გაჯანსაღებასა და მეგობრების მონახულებას კი – საშუალოდ 5 დღეს უთმობენ. ამ დროის განმავლობაში ერთი ტურისტი საშუალოდ 581 ლარს ხარჯავს. აქედან 211 ლარს – საცხოვრებელზე, 117 ლარს – საკვებსა და სასმელზე, საშუალოდ 115 ლარს სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტში, 85 ლარს - სხვა მნიშვნელოვან საქონელსა და პროდუქტში, ხოლო 53 ლარს – სუვენირებსა და საჩუქრებზე.
გაყვანის ტურიზმი
2011 წლის 8 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 1.4 მილიონმა მოქალაქემ იმოგზაურა. უმრავლესობა – 34% – საზღვარგარეთ ბიზნესის ან პროფესიული საქმიანობის წარმოებისთვის მიდის. კვლევის მიხედვით, ყველაზე მცირე – 1% – მომლოცველია.
ქართველების 48% ნათესავებისა და მეგობრების კერძო ბინაში ჩერდება, ხოლო 1% – ღამეს სატრანსპორტო საშუალებებში ათევს.
მოქალაქეებში ყველაზე დიდი პოპულარობით თურქეთი (28%), უკრაინა (16%) და სომხეთი (15%) სარგებლობს. 2011 წლის 8 თვეში საქართველოდან ყველაზე ნაკლები ტურისტი – საშუალოდ 2% – იტალიას, ეგვიპტესა და პოლონეთს ეწვია.