რუსეთთან ურთიერთობა

ვმო-ზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი კვირის ბოლოს შედგება

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი შესაძლოა  წელს  ბოლო აღმოჩნდეს , განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ . დღევანდელ ბრიფინგზე  მან კიდევ ერთხელ განმარტა, რო   საქართველოს მხარე   ვაჭრობის  მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის რუსეთს გარკვეულ პირობებს უყენებს,  რუსეთი კი არ იღებს ამ პირობებს. ”მიუხედავად მისი პოზიციისა, საქართველოს მხარე მზადაა დიალოგისთვის და თუ დიალოგი ვერ  შედგა, ჩვენ რბილად რომ ვთქვათ  არ შევუწყობთ ხელს რუსეთის გაწევრიანების საკითხის გადაჭრას მოლაპარაკებების ამ რაუნდზე.   უკეთეს შემთხვევაში , მოსალოდნელია, რომ დიალოგი მომავალ წელს გადაინაცვლებს” - განაცხადა დავით ჯალაღანიამ. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მომდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი რუსეთსა და საქართველოს შორის 7-8 ოქტომბერს ჟენევაში უნდა გაიმართოს.  საქართველოს მხარე აცხადებს,  მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიცია იქნება მტკიცე. თბილისი დაჟინებით მოითხოვს რუსეთთან  შეთანხმებას  საქონელბრუნვაზე ინფორმაციის წინასწარ გაცვლისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებაზე, რათა გამჭირვალე გახდეს ვაჭრობა სეპარატისტული რეგიონების  – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასწვრივ რუსეთთან არსებულ საზღვარზე.

 





კომენტარები