იემენში მოკლული იქნ ანვარ ალ- ავლაკი, რომელიც მიიჩნეოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად. გავრცელებული ცნობებით ალ- ავლაკი მასთან დაახლოვებულ რამდენიმე პირთან ერთად იქნა მოკლული , სავარაუდოდ ,იემენის ხელისუფლების ძალების მიერ. ისლამისტი ტერორისტი აშშ-ში დაიბადა და გაიზარდა. მის მიერ არაბეთის ნახევარკუძულზე ალ- ყაიდას ქსელით ჩამოყალიბებული ტერორისტული ორგანიზაცია განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა. ანვარ ალ-ავლაკის ლიკვიდაციას ალ -ყაიდასთან და მის მოკავშირეებთან ბრძოლაში საეტაპო მნიშვნელობის წარმატება უწოდა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. არსებობს სერიოზული ვერსია, რომ ტერორისტი არა იემენის ხელისუფლების ძალებს , არამედ აშშ -ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის საჰაერო იერიშს შეეწირა.
tbl.ge/16ro
დაკოპირდა




